პორნობიზნესში ჩართულ 8 ტყუპის დედას სასამართლო ემუქრება
აშშ-ში რვა ტყუპის დედა სახელმწიფო დახმარების გაფლანგვა – თაღლითობაში დაადანაშაულეს, – ამის შესახებ გამომცემლობა “Associated Press”-ი იუწყება.
ლოს-ანჯელესის პროკურატურამ ნადია სულემანს 6 თებერვალს სამი პუნქტით წაუყენა ბრალი, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად 16 იანვარს გახდა ცნობილი. ხელისუფლებამ ნადია არ დააკავა, რადგანაც ის მარტო ზრდის 14 შვილს. ნადია სასამართლოში 17 იანვარს უნდა გამოცხადდეს. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა მას 25 ათასი დოლარი გირაოს სანაცვლოდ არ დააკავებს.
38 წლის ქალბატონმა, სოციალური დახმარების შესახებ საბუთების შეტანისას, სახელმწიფოს დაუმალა ინფორმაცია 30 ათასი დოლარის შემოსავლის თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, მან ეს ფული სხვადასხვა ჩვენებისა და გადაღებების შედეგად მიიღო. როგორც მედია იუწყება, ნადია პორნოგრაფიულ ფილმებში და ჟურნალის ეროტიკულ ფოტოსესიებში მონაწილეობდა. ასევე ფლორიდაში სტრიპტიზკლუბში და ტელეშოუ “Celebrity Boxing”-ში გამოდიოდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ნადიას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნადია სულეიმანი, იგივე ნატალი დენიხ სულეიმანი მრავალშვილიანობის შედეგად გახდა ცნობილი. მას ყველა შვილი ხელოვნური განაყოფიერებით ჰყავს. ბავშვების მამის სახელი უცნობია. 2009 წელს მან რვა ტყუპი გააჩინა. ბავშვების ასაკი კი 4 -დან 12 წლამდე მერყეობს.