“მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს ორბელიანის მოედნიდან, საახალწლო სოფელში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა.
“მადლობა მინდა, გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერია ჩვენია, თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა! შევხვდებით 21:00 საათზე “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.