პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა მარშებსა და მსვლელობას მართავენ.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ წუთებში, აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანი, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები თავისუფალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 26-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.