ლატვიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერ წინადადებას, დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის გადაჭრა

მხარს ვუჭერ წინადადებას, დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის გადაჭრა, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს.

„სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერ წინადადებას, დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის გადაჭრა. პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული მუქარა მიუღებელია“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები