რას განიცდის ორგანიზმი ზედოზირების დროს – ინტერვიუ წამალდამოკიდებულთან
„რას განიცდის ორგანიზმი ზედოზირების დროს“, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წამალდამოკიდებულ ლ.ა-სთან მკითხველს ინტერვიუს სთავაზობს.
ლ.ა. წლებია, წამალდამოკიდებულია. მოხმარება სკოლის ასაკში დაიწყო და დღეს ერთ–ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში წამალდამოკიდებულებს ეხმარება. ლ.ა. „პრაიმტაიმს“ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ზედოზირების პროცესის შესახებ დეტალურად ყვება.
– როდის დაიწყეთ წამლის მოხმარება და რომელ წამალზე ხართ დამოკიდებული?
– ძირითადად ახლა დამოკიდებული ვარ ინექციურზე, სუბოტექსს ეძახიან, ვუპრამორფინი… 16 წლის ვიყავი, პირველად რომ მოვიხმარე. ინდოეთიდან ჩამოტანილი ნარფინი სამმა ადამიანმა მოვიხმარეთ და მოგვეწონა, მაშინ, ამას ვიძახი, ეს იყო 89-90-იანი წლები. და იმის შემდეგ იყო ოპიუმი, შავს ვეძახდით, ყაყაჩოსგან დამზადებული, რომელსაც შემდეგ ვამუშავებდით, 20 წუთიდან ერთ საათამდე. გააჩნია, რომელი კლასიფიკაციით დაამუშავებ, ნატურალური ნარკოტიკი, რომელსაც თრობაც იდეალური ჰქონდა და დამოკიდებულებაც – ნაკლები. ან შეიძლება ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით და უფრო ნაკლებად დამოკიდებულები ვიყავით. იმიტომ რომ მაშინ ერთი თვე რო ზედიზედ მოგვეხმარა, არ ვიყავით… დღეს ახლა სამჯერ რომ მოვიხმაროთ არსებული, რაც ეხლა ტრიალებს ოპიატებიდან, მცირე, მცირე ჰეროინი, რავი აღარც არის, მგონი, ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში, ძირითადად აღარც არის, ძირითადად დაუმუშავებელი ჰეროინი, სირეცი არის დაუმუშავებელი ჰეროინი, რომელსაც სჭირდება გამხსნელი მჟავა. ეს ჰეროინი რა არის, იცით? ეს ოპიუმი, რასაც ვიძახი, კონკრეტულად მცენარისგან გამოყოფილი რძე და ა.შ. აი, ეგ რო დაამუშაონ, ალბათ, ერთი 100-ჯერ ამ ჰიბრიდით მიიღებენ ჰეროინს და ვინც ამას ამზადებს, ალბათ, ტრანსპორტირებისთვის აკეთებს ყველაფერს, იმიტომ რომ ერთი კილო ამის გადატანას, 20 გრამი რაღაც სხვა გადაიტანოს, როგორც მომხმარებელმა, უფრო პრაქტიკულია, იმიტომ რომ აღარ გჭირდება ზედმეტი გადამუშავება, მზა არის, უნდა აადუღო და მოიხმარო. ეგ არის.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ 16 წლის იყავით, პირველად რომ მოიხმარეთ, მიზეზი რა იყო? ინტერესი? ზოგი ამბობს, დეპრესიიდან გამოვყავდიო…
– 16 წლისები ვიყავით. ჩვეულებრივი ინტერესი იყო, არა, არანაირი დეპრესიის გამო…
– შეიძლება 90-იან წლებსა და გარემოს დაბრალდეს?
– ნუ, ხო იყო ის წლები, ლაგდებოდა რაღაცები ქვეყანაში, რაღაცები არ ლაგდებოდა, ეს შეიძლება სტიმულიც იყო, რა, იმიტომ რომ ეხლა რო ვფიქრობ, ძირითადად, ახლა, როცა მოვიხმართ ნარკოტიკს, ამ ხნის ხალხი იმისთვის მოვიხმართ, რომ ეიფორიას აღარ ვეძებთ, რომ ჯანმრთელებმა ვიაროთ. მაშინ მოვიხმარდით და სხვა ეიფორიას ვგრძნობდით, უბრალოდ ახლა ვერ ვხვდები, მაშინ რაში მჭირდებოდა, როცა 16 წლის ვიყავი. კიდევ უფრო მეტი ენერგია მქონდა, გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ნუ, რა ვიცი, ქართულ სინამდვილეში ცოტა უცნაური ნარკოტიკის მომხმარებლები ვართ, იცი, რას ვგულისხმობ? გვაცვია სუფთად, გაპარსულები ვართ, მანქანებით დავდივართ. რომ ჩამოდიან, უკვირთ, და ეგრეც უნდა იყოს. აი, ის რომ ჩვენ ოპიატებს მოვიხმარდით, არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რაღაცა რომ გავბანძებულიყავით, ანუ ხარისხიან ნარკოტიკს მოვიხმარდით.
ახლა ძალიან სხვადასხვა სახის ნარკოტიკია შემოსული და სუფთა ქიმიაა და შედეგებიც არავინ იცის, რა მოჰყვება ამ ყველაფერს. ჩვენ ამას ვერიდებით. ეს იმას არ ნიშნავს, რო საერთოდ არ ვეკარებით, მაგრამ ვერიდებით, როდესაც არჩევანის საშუალება გვაქვს, რა თქმა უნდა, იმას იკეთებ, რაც გიყვარს. ხანდახან შეიძლება კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ სტიმულატორიც მოიხმარო, იმიტომ რომ რაღაცა მოგენატრა, ან უბრალოდ დღეს რაღაც ისე „ხოდზე“ ვერა ვართ…
– აი, საშუალება თუ არის იმის, რომ კარგ ნარკოტიკზე ხელი მიგიწვდებოდეს დღეს საქართველოში?
– ვუპრამორფინი ძალიან მარტივია, რო მოიხმარო, სუბოქსინი, სუბოტექსი და ა.შ. უფასო პროგრამები ძალიან ცოტაა, ჩანაცვლებით თერაპიაში არის ფასიანი პროგრამები, რომლებიც გაცილებით იაფია, ვიდრე ქუჩაში რო იყიდო იგივე ნარკოტიკი. სხვა ხარისხიან ნარკოტიკზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ, ძირითადად, გარდა ამისა ოპიატების ჯგუფიდან მხოლოდ სირეცი არის, როცა თავისი აქვს ყაყაჩო, თორე აქ ისე რო სადმე წახვიდე და შეიძინო, წარმოდგენა არ მაქვს.
ჰეროინი არა მარტო სირეცია საქართველოში, რომელიც ბოლომდე ვერ გაიგებ, რა არის იმიტომ რომ მილიონი რაღაცის ნარევია და ეს იწვევს ზედოზირებას. აი, ეს ბევრი ინგრედიენტის – ცუდის, კარგის ერთმანეთთან არევა იწვევს ინტოქსიკაციას. ეს ინტოქსიკაცია მოწამვლაა, ძირითადად მოწამვლა ხდება და იმიტომაც ხდები ცუდად. ნუ, ბევრიც მოგდის და მოწამვლაც ხდება, შეიძლება უფრო მეტად მოწამვლა ხდებოდეს, ვიდრე ბევრი მოუვიდა, იმიტომ რომ აი, ყოფილა შემთხვევები, როცა ვინმე დაუჭერიათ, მაგალითად, სირეცით, მერე როცა პოლიციელებს წაუღიათ სამხარაულში იქ უნახიათ, რომ რამდენიმე ინგრედიენტისგან შედგება, ყველაფერია შიგნით.
– ანუ შენარევები იწვევს დღევანდელობაში ზედოზირებას, ვიდრე დოზის გადამეტება?
– ორივე ერთად. რაც შეეხება კლასიკურ ნარკოტიკებს, ოპიატებში მაინც დოზის გადამეტებაა უეჭველი, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მეც რამდენიმე თვის წინ მოვიხმარე რაღაც სირეცი და სამჯერ (დღეში ერთხელ, მეორედ და სამჯერ, რა) რო გავიკეთე, მივხვდი, რომ კი ვერ ვკაიფობდი, ვიწამლებოდი, ცუდად ვიყავი რა. იკეთებ იმიტომ რომ იყო უკეთესად, ვიდრე ხარ. ვიყავი უარესად და ჩავთვალე, რომ ვიწამლებოდი, სიმპტომები იყო: გული გერევა, ცუდად ხარ, ლაპარაკის ხასიათზე არა ხარ, დამძიმებული ხარ. მოკლედ, ვერ ხარ.
– სურვილი კიდევ გაქვთ, რომ მოიხმაროთ, ამ მოწამვლის შემდეგ?
– იმის სურვილი მაქვს, რომ ოპიატები მოვიხმარო, ხარისხზეა დამოკიდებული, დღეს ეხლა ვუპრამორფინი რო მოვიხმარ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ოპიატების მიღება რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ ვერ გავიგებ, დაბლოკავს. რამდენიმე დღე უნდა ჩავაგდო ეს ვუპრამორფინი და მერე უნდა მოვიხმარო ოპიატი, რომ ვიგრძნო, რაც იმაშია. ამიტომ არც ვიღებ, იმიტომ რომ ვთვლი, ამ ეტაპზე ვერ ვარ მზად იმისთვის, რომ მვიხმარო. თან იმედია, რომ რაიმე კარგს ვნახავ და რატომ უნდა მოვიკლა თავი.
– როგორც აღნიშნეთ, ზედოზირებას იწვევს როგორც დოზის გადამეტება, ასევე სხვადასხვა ქიმიური ნარევები. რამდენად მაღალია რისკი? რა უნდა იცოდე, რომ ზედოზირებისგან თავი დაიცვა?
– პირველ რიგში, უნდა იცოდე, რას მოიხმარ და როდესაც მოიხმარ შენთვის ნაცნობ ნარკოტიკს სხვა ხელისგან, გაცილებით ნაკლები უნდა გაიკეთო, უნდა შეხედო, როგორ იმოქმედებს… ძალიან ჭირს, როდესაც ლომკაში ხარ, ცოტა გავიკეთო ან დავლიო ვერ გამოდის, მაინც ჩვეულებრივ დოზას იკეთებ და არის შემთხვევები, როდესაც წამალი უკეთესი ხარისხის აღმოჩნდა ან უარესი და საწამლავის ეფექტი აქვს.
– შეიძლება წამლის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გქონდეს და ვინც გაძლევს, იმან არ გითხრას, კარგია წამალი თუ არა?
– ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ რამდენიმე ხნის განმავლობაში მასთან გაქვს ურთიერთობა, რაღაც ისეთს გაძლევს, ვიზუალურადაც ცნობ. ის თუ შეიცვალა, ეგ სხვაა, როცა იცი, რა არის, შესახედაობიდანაც მიხვდები. უცნაური რაღაცები წამოვიდა ეხლა, ნახევრად თხევადი ეს სირეცები გამოჩნდა, ოპიატების ყველაზე ნაგავი ნარკოტიკი, დაუმუშავებელი ჰეროინი ხო არის, როდესაც დაუმუშავებელია, ვიცი, რომ რაღაც ბოლომდე მიუსვლელი პროცესია, დაუმთავრებელი. რაც უფრო დაუმთავრებელია პროცესი, მით უფრო ბევრ ინგრედიენტს შეიცავს, რაც გასასუფთავებელია და ეს გასასაუფთავებელი პრობლემა ძირითადი პრობლემაა დღეს.
სხვა ნარკოტიკებში, ხაზს გავუსვამ, ამფეტამინებში, სტიმულატორებიდან ძალიან ნაირსახეობა შემოდის დღეს, აი, მაგალითად, ამფეტამინს ეძახიან დღეს და არის რაღაც საშინელება. აი, ვიკეთებთ წიწვების ვინტს, ესე ვეძახით ვინტს.
ეს ვინტი კეთდება მედიკამენტებით. ეს მედიკამენტები რო ნახო, იპოვო რაღაც, მოიტანო, გააკეთო, მაგრამ უფრო მარტივია, გახვიდე, გვაქვს იმის გამოცდილება, ქიმიკოსები არ ვართ, მაგრამ გაცილებით ხარისხიანი გამოდის ეს, წიწვებისგან ვინც აკეთებენ, ვიდრე ის, რასაც ყიდულობ, იმიტომ რომ ის ვიღაცა, ვინც აკეთებს ამას, საერთოდ არ ასუფთავებს. მართლა საწამლავი გამოდის და ამავდროულად სხვა დოზირებები აქვს.
ოპიატებისგან ზედოზირება თუ ის არის, რომ წაიქცე, გაშავდე და შეიძლება მოკვდე, იქ ორი ვარიანტი არსებობს – ან გული გაგიჩერდა ან სასუნთქი გზები გეკეტება. თუ გული გაგიჩერდა პრიხოდის დროს, მაშინ კარგად იყავი, რა. თუ სხვა სხვა ტიპის არის, ზედმეტი მოგივიდა და ყოფილა შემთხვევები ადამიანები 6 საათის მერე მოსულან გონს და თუ ვინმესთან ერთად ხარ, ვინც ელემენტარული იცის, რა უნდა გააკეთოს, მარტივია ძალიან, დარეკო სასწრაფოში, მაგრამ ყოველთვის არ იყო ამის საშუალება და ხანდახან ჩვენ თვითონ რაღაცები გაგვიკეთებია და რაღაცები ვიცოდით.
პირველი ზედოზირება მომივიდა ჰეროინით 1998 წელს. ალბათ, უკეთესი ვიყიდე, იმიტომ რომ მაშინ ძალიან კარგი ხარისხის ნარკოტიკები იყო. ნუ, ეხლა მოვიხმარე ჩემს მეგობრებთან ერთად და წავქცეულვარ, მეტი არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რო გავიღვიძე სამედიცინო პუნქტში. არაფერი არ მახსოვს.
– ფიზიკური მდგომარეობა როგორი გქონდათ, მეგობრები რას ყვებიან?
– გავშავდი, ტუჩები გამილურჯდა, კბილები მქონდა შეკრული და შეეცადნენ, პირი გაეღოთ, პოლიკლინიკაში გამწვანებული გვქონდა ის ადგილი, როდესაც ჩვენს წრეში ვიღაცას მსგავსი მოუვიდოდა, მანქანაში ჩავდებდით და მეც ჩამდეს, მიმიყვანეს, გამიკეთეს ნარკანი, მე იქ ნარკანზე ხელი არ მიმიწვდებოდა. მსგავს შემთხვევებში, როცა მეგობარს დამართნია, მირბენია და ეს ნარკანი ვერსად ვერ ვიშოვე, მუშაობს მარილიანი წყალი, ეგაა. იმიტომ რომ მარილიანი წყალი აკეთებს რამეს.
უბრალოდ, იმდენად მტკივნეულია ეს პროცესი, როდესაც მარილიანი წყალი შედის ორგანიზმში და ძირითადად ვენების პრობლემა სულ ყველას აქვს და ვისაც კუნთში გაუკეთეს, დიდი შრამები რჩებათ, მარილიანი წყალი ისეთ შენაერთს შეიცავს, გამოყვანით არ გამოყავს, ეს ადრე გვეგონა, მაგრამ ტკივილიდან გამომდინარე გონზე მოდის, შეიძლება უპწკინო და გამოიყვანო, მარილიან წყალს რო უკეთებს, შეიძლება ტკივილმა გამოიყვანოს, შეიძლება ვერც გამოიყვანოს. ახლა აღარავინ აღარ იყენებს. შეიძლება სადმე მიუვალ ადგილას რო იყოს, მაგალითად, და გარშემო საშველი არ იყოს, მაშინ გამოიყენონ, მაგრამ ისე, წესით, არ უნდა გაუკეთენ.
ოპიატების ზედოზირება სხვანაირია, ოპიატებს აქვს იცი, როგორი? მე ერთხელ მაქვს გამოცდილი, მაშინაც გამიკვირდა, ისე წავიქეცი, საავადმყოფომდე ჩასვლაც დამჭირდა, მყავს გარშემო ხალხი და ზოგადად ახასიათებს მაგ ოპიატებს მიდრეკილება, მყავს მეგობარი ზედოზირებები რო მოუვიდა ჩემთან სახლში, იმის მერე აღარ ვიცით, რა უნდა მოეხმარა, თითქმის დოზას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ყველაფერზე ზედოზირება ემართებოდა, მინიმალურზეც ემართებოდა, მასაც გაშეშება დაემართა.
მაქსიმუმ გაშეშება დაგემართოს, რთული ის არის, რომ თუ უყურადღებოდაა, გულაღმა წევს და გული აერია, შეიძლება სასუნთქში გადაუვიდეს და ხშირად ხდება, რომ მაგით გარდაცვლილა ადამიანი და ჩემი მეგობარი გადარჩა იმიტომ, რომ მივედით, მიუსწარით, ეს რო ამოიღო, ნაწილი ფილტვში იყო გადასული და ეს რომ ფილტვში გადავიდა, დიდხანს მკურნალობდა, რომ გაეწმინდა.
ოპიატის ზედოზირების დროს, როგორც მახსოვს, ძალიან მესიამოვნა ერთი-ორი ნაპასის დარტყმა, ეს მახსოვს და მერე აღარაფერი. სხვა ტიპის ზედოზირების დროს საავადმყოფოში არ ვყოფილვარ, განცდებიდან გამომდინარე ვიყავი ძალიან ცუდად, და ბიოს მოწევაზე, პირველად მოვწიე, ისეთი კატასტროფა დამემართა… იქ მთელი პრობლემა ის არის, რომ ემოციურად, სამყარო ვაფშე სხვა რაღაცა გახდა, დაკარგა ფუნქცია ყველაფერმა, მესამე ნაპასზე მყისიერად მოქმედებს, ვაფშე სხვაგან გავიჩითე.
მეგონა, რომ კომპიუტერულ სამყაროში ვიყავი, ქალები, კაცები არ არსებობდნენ, რეალური არ იყო, თამაშის პერსონაჟი ვიყავი და მაგრად გამიტყდა. იმ დონეზე გამიტყდა, რო ჩემი მეგობარი რო შემოვიდა, უნდა მეკითხა, მანქანით ხო იყო და იმ დონეზე ვიყავი, რომ აღარ ვკითხე, იმიტომ რომ იმ სამყაროში მანქანებიც ხო არ იყო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი ნაპასით ადამიანები გარდაცვლილან.
არიან ადამიანები, რომლებსაც სამჯერ მოუვიდათ და სამჯერ ერთი და იგივე რაღაცა მოუვიდათ, ბუშტში ჩაჯდნენ და წაიქცნენ. როგორც ყვებიან, სამჯერვე ერთი და იგივე ადგილას იყვნენ. ზოგი მიფრინავს ძაააალიან მაღალი სისწრაფით, ამას გრძნობ რეალურის მსგავსად, მთელი ემოციებით და გრძნობებით. ისევე როგორც მე მომივიდა. ეს გრძელდება 15 წუთი, მაგრამ ეს 15 წუთი შენთვის გრძელდება ძაააალიან დიდხანს.
მე ერთი ცხოვრება გავათავე, იმიტომ რომ რაღაც როცა ძალიან აღარ მსიამოვნებს, ცუდად ვგრძნობ თავს და რაღაც ძალიან ნერვებს მიშლის, ამას გრძნობ და ეს უკვე ცუდია. აუცილებელი არაა, ცუდად გახდე და მოკვდე, დატოვოს რამე კვალი, ესეც შეიძლება. ამას რასაც მე ვხმარობ, არ აქვს ზედოზირება, თუმცა იმას არ ვამბობ, რო ბევრი ერთად რო მივიღო, ცუდად არ გავხდე.
კაიფის დროს ამ სამყაროს არარეალურად არ უყურებ, პირიქით, იმას რასაც მე ვიღებ, ოპიატების მიღებისას არ უნდა მოგწყვიტოს რეალობას, ვიღებთ იმიტომ რომ გვსიამოვნებს, უფრო სოციუმში ჩართულები ვხდებით, არაფერი გვეზარება, რეალურად ვფიქრობთ, პირიქით, იქა ვარ, სადაც უნდა ვიყო, უფრო ქმედითუნარიანი ხარ, კომპლექსები გაქვს მოხსნილი, საუბრობ. ეს სტიმულატორები კიდე უფრო სხვა არის, იმიტომ რომ აქაც ადამიანებს არ სძინავთ, საჭმელს არ ჭამენ, ვერ იძინებ, იმიტომ რომ სულ ხოდზე ხარ, რაღაცას ჩაიციკლები, იმენა ის უნდა გააკეთო. რასაც დაიწყებ ერთხელ მოხმარების ქვეშ, რასაც აკეთებ მომდევნო მოხმარების ქვეშაც გინდა რომ იგივე გააკეთო. იმ პრეპარატს, რომელსაც მე მოვიხმარ, აქვს 24-საათიანი თრობა (მოქმედება), ჰეროინზე თუ ხარ დამოკიდებული, დღეში მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა გაიკეთო. ყოველ 3 საათში გადის თრობა, ბოლომდე არ გადის, მაგრამ ნაწილობრივ გადის.
დაახლოებით რა თანხებთან არის დაკავშირებული, 200 ლარი არის მინიმუმი, ქუჩის წამალზე გეუბნები, 3 დოზა 200 ლარია მინიმუმ. პროგრამასთან დაკავშირებით გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვარ პროგრამაში ჩართული. მეტადონზე ვიყავი და გამოვედი.