ლორთქიფანიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე საქმე აღიძრა

  ლორთქიფანიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე სისხლის სამართლის საქმე სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით აღიძრა.
შსს-ს ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩის #42-ში წუხელ აფეთქება მოხდა. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. შემთხვევა ღამის საათებში მიტოვებულ შენობაში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები