სროლა გოთუას ქუჩაზე
ინციდენტი მოხდა გოთუას ქუჩაზე. ახალგაზრდა მამაკაცი მარკეტში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცსა და მარკეტის მეპატრონეს შორის შელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც მეპატრონემ მას ვალის დაბრუნება მოსთხოვა.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, ახალგაზრდამ ორჯერ გაისროლა. მაღაზიის მეპატრონემ შეარაღებულ პირს იარაღი წაართვა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.