სოსო ოხანაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს – რა გეგმები აქვს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ის საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. ოხანაშვილი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე სახელმწიფოში სამსახურებრივი შეთავაზება აქვს და მისი გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
„სამსახურებრივი შემოთავაზებები მაქვს რამდენიმე ქვეყანაში და ამ საკითხებზე ვმუშაობ. ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, დავბრუნდები“, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
​მან სამშობლოდან გაქცევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სასაცილო უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სხვა ყოფილი წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. მისი განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, პროკურატურას დევნის დაწყების საფუძველი გააჩნია.
სოსო ოხანაშვილმა  გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, პროკურატურას ჩვენება მისცა.  ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები