“თბილსერვის ჯგუფმა” გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში საგზაო მონიშვნების სამუშაოები განახორციელა
„თბილსერვის ჯგუფის” საგზაო მონიშვნების სამსახურმა გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში, სამ ქუჩაზე გზის დახაზვა დაასრულა.
„თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, საგზაო მონიშვნების განახლების სამუშაოების შედეგად, დაიხაზა სამოძრაო და მიმმართველი ზოლები, უსაფრთხოების კუნძულები, ნაკადების გამყოფი და შეერთების ადგილები. გარდა ამისა, მოეწყო მიმმართველი ისრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები (ბასლეინები).
აღნიშნული სამუშაოები გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში, კერძოდ, ანდრია ბალანჩინისა და ომარ შეშელიძის ქუჩებზე, ასევე, დავით გურამიშვილის გამზირზე მიმდინარეობდა.