თბილისში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს, სამი კი დაჭრილია
მსხვერპლით დასრულდა ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. ინციდენტის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო სამი დაჭრილია და საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ვერსიით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.