ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე არსებული ტროტუარებისა და ჯებირის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს ე.წ. ანდრეევკის დასახლებაში მდებარე მინი საფეხბურთო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სრულად აღდგება მაყურებლის ტრიბუნა, მოეწყობა ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და შეიცვლება ლითონის შემოღობვაც.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეში დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები