გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი
„საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ ეს თანამდევი არგუმენტები და თანამდევი ფაქტებია „ნაცმოძრაობის“, როგორც რეჟიმის. გამომდინარე აქედან, საგამოძიებო კომისიის სხდომები პრაქტიკულად გახდება საფუძველი იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისია ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხებს გაეცნობა.