საქართველო – ამ უნიკალურ ქვეყანაში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ“-Harper’s Bazzar

ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიებს აგრძელებს. წამყვან მედიაპლატფორმებთან Harper’s Bazzar; Vogue; Conde Nast; GQ; თანამშრომლობით, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მზადდება.
საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის დიდ ბრიტანეთში პოპულარული მოდისა და კულტურის ჟურნალი Harper’s Bazzar სათაურით: „საქართველო- ამ უნიკალურ თანამედროვე ქვეყანაში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ“.
სტატიის ავტორი, რებეკა კოუპი, საქართველოს მიმზიდველ, ტრენდულ და ერთდროულად ავთენტურ ქვეყნად მოიხსენიებს.
„მოდური თბილისიდან კახეთის ღვინის მდიდარ რეგიონამდე, ისტორიული წყალტუბოს სპა-კურორტიდან ყაზბეგის ულამაზეს პეიზაჟებამდე- უამრავი მიზეზია, რის გამოც ღირს საქართველოში მოგზაურობა. ეს პატარა ქვეყანა, რომელიც აღმოუჩენელი მარგალიტია კავკასიაში, იდეალური ალტერნატივაა ევროპის გადატვირთული ტურისტული მიმართულებებისათვის. საქართველო ძველი სამყაროს ხიბლს და თანამედროვეობას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს არის 4 სეზონიანი მიმზიდველი მიმართულება, მრავალფეროვანი კლიმატის წყალობით საქართველო ყველაფერს გთავაზობთ, ზამთრის სათხილამურო კურორტებიდან დაწყებული, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებით დამთავრებული“-წერს რებეკა კოუპი.
სტატიის ერთ-ერთი მონაკვეთი საქართველოს სასტუმრო ინფრასტრუქტურას, მაღალი კლასის განთავსების ობიექტებს ეთმობა.
რებეკა კოუპი აღწერს თბილისს, ქართულ კერძებს, ქართულ მოდასა და თანამედროვე მოლებს.
„საქართველო რუკაზე მხოლოდ მორიგი მიმართულება არ არის, ეს ქვეყანა ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც ეძებს ავთენტურ კულტურას, ბუნებრივ სილამაზეს, დახვეწილ სამზარეულოსა და დასვენებას“-წერს სტატიის ავტორი.
https://www.harpersbazaar.com/uk/travel/travel-guides/a64810326/georgian-national-tourism-luxury-travel-guide/

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები