კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა.

დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.

დაზიანებულ ტერიტორიებზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები