რატი იონათამიშვილი: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი
„ყველა ობიექტური კრიტერიუმით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში” ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„როცა ჩვენ უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა მიღწეული შედეგებით არასდროს არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი და ყოველთვის უნდა ვიყოთ ორიენტირებული უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაზე. ეს არის დინამიკური პროცესი. ამ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობებს რა თქმა უნდა საქართველო დამცველის ანგარიშები იძლევა. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ანგარიშები იყოს მომზადებული და ორიენტირებული სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებზე და არა პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებაზე“, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ.