ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვედრებაში გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვედრებაში, გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს სოფელ ვედრებაში გზის ასფალტირების სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინაბეტონის საყრდენი კედლისა და მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რკინაბეტონის საყრდენი კედლის, ხელოვნური ნაგებობების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.

სულ დაიგება 274 გრძ. მეტრი ასფალტბეტონის გზის საფარი. პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები