ლაგოდეხის გამგებელი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ კაბალში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
როგორც “კვირას” რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, კახა ჯამბურიამ ლაგოდეხში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა.
ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ.