ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ გია ხუხაშვილს სასამართლოში უჩივლა
ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, ექსპერტ გია ხუხაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც სარჩელის შეტანის შემდეგ დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გია ხუხაშვილისგან სიმბოლურ თანხას – ერთ ლარს ითხოვს. „მოვითხოვ, გია ხუხაშვილმა ის ცილისმწამებლური განცხადებები იმავე მედიასაშუალებებით უარყოს, სადაც ადრე განაცხადა. მატერიალური ზარალის ანაზღაურებისთვის ვითხოვ სიმბოლურ თანხას – 1 ლარს“ – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ, გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ შეკითხვებს სასამართლოში უპასუხებს.