კასპის ბიბლიოთეკაში საბავშვო დილა – „ოდა დედა ენა“ ჩატარდა
კასპში, საქალაქო ბიბლიოთეკის აღდგენის შემდეგ, ბიბლიოთეკა მკითხველისთვის საინტერესო ადგილად იქცა.
ბიბლიოთეკაში ჩატარებული ყოველი ღონისძიება მოზრდილებისა და ბავშვების ინტერესებს ემსახურება.
21 თებერვალს ბიბლიოთეკაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბავშვო დილა – „ოდა დედა ენა“ ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქალაქო ბიბლიოთეკის სპეციალისტი მაია ქესაური. ღონისძიების მონაწილე N 3 საჯარო სკოლის ბავშვებთან ამავე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა იაშვილი მუშაობდა.