ვარდისუბანში საბავშვო ბაღის დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც “კვირას” გამგეობიდან აცნობეს, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა და ჯამში, 31 961 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად, მთლიანად შეიცვალა დარბაზის ამორტიზებული სახურავი და დაზიანებული კარ-ფანჯარა. დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია შეივსო ბეტონის საფარით. გაკეთდა კიბე, მოეწყო პანდუსი.
ახალი საბავშვო ბაღის დარბაზი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ ბაღის აღსაზრდელებთან და მშობლებთან ერთად დაათვალიერა. ვარდისუბნის საბავშვო ბაღში 80 აღსაზრდელი ირიცხება. დარბაზით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გარდა, სოფელში არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის მოსწავლეებიც ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები