სენაკში მგლებმა 50-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯეს – რას აცხადებენ გამგეობაში
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივებს მგლებმა 50-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი დაუგლიჯეს.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ისინი მონადირეთა ჯგუფის გამოყოფას, ან ლიცენზიის მათთვის გაცემას ითხოვენ, რათა თავად შეძლონ სოფლის დაცვა მტაცებელი ცხოველებისგან.
როგორც „კვირას“ სენაკის გამგებლის მოადგილემ, თენგიზ ლომიამ განუცხადა, მათ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნილი აქვთ სპეციალური მონადირეთა ჯგუფი და ეს ჯგუფი მიმართვის შემთხვევაში, რეაგირებას ახდენს.
მისი თქმით, გამგეობა პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და ისინი დღეიდან, შეეცდებიან მონადირეთა ჯგუფების გამოყოფას სოფლის დასახმარებლად.