26 მაისის საქმეზე კუკავა, გაფრინდაშვილი და ბურჯანაძე დაიკითხებიან

  26 მაისის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს – ნონა გაფრინდაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს,კახა კუკავას და სახალხო დამცველის აპარატის ორ წარმომადგენელს დაჰკითხავენ. როგორც “კვირას” პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარის მოწმეები 26 მაისის მოვლენებზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ.
ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, 26 მაისის აქცია კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან მომიტინგეებს სამართალდამცავებმა დაშლისკენ არაერთხელ მოუწოდეს. მისივე განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვანო მერაბიშვილის ბრალეულობას ვერ ამტკიცებს.
დღევანდელ პროცესს თავად ვანო მერაბიშვილიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები