აკრძალული საგნების შენახვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარედგინა

სასჯელაღსრულების №2 დაწესებულებაში ოთხ მსჯავრდებულს დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, მსჯავრდებულმა ზ.ს.-მ სასჯელაღსრულების №2 დაწესებულებაში 2013 წლის 23 ოქტომბერს, კუსტარული წესით დაამზადა აკრძალული ალკოჰოლური სასმელი ე.წ. „ბრაგა“, რომელსაც საკანში, თავის საწოლთან არსებულ გამათბობელთან ინახავდა. “2013 წლის 25 ოქტომბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხსენებული ალკოჰოლური სასმელი დაწესებულების თანამშრომლებმა ამოიღეს. მსგავსი კანონდარღვევა განახორციელეს მსჯავრდებულებმა: გ.ტ.-მ, ტ.უ.-მ და დ.კ.-მ. №2 დაწესებულების თანამშრომლებმა მათი კუთვნილი ალკოჰოლური სასმელი ე.წ. „ბრაგა“ 2013 წელს, სხვადასხვა დროს ამოიღეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები