რატი იონათამიშვილი: ქართველი ხალხი არის ერთადერთი, რომელიც პარლამენტს აძლევს ლეგიტიმაციას–ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საშინლად არაპროფესიონალები არიან
”ქართველი ხალხი არის ერთადერთი, რომელიც პარლამენტს აძლევს ლეგიტიმაციას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საშინლად არაკვალიფიციურები და არაპროფესიონალები არიან.
„მათი სარჩელი კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ აბსურდულობასა და სასოწარკვეთას. რა თქმა უნდა, არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ აქვთ. ლეგიტიმაციაზე როცა არის საუბარი, პარლამენტს ერთადერთი, ვინც ლეგიტიმაციას აძლევს, ქართველი ხალხია, რომელიც ხელისუფლების წყაროა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საშინლად არაკვალიფიციურები და არაპროფესიონალები არიან. პოლიტიკური მხარე ასეთი არაპროფესიონალი როცა არის, შეუძლებელია, მათ წარმატების რაიმე შანსი ჰქონდეთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.