ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება ცოტათი უცნაურია.
მისი თქმით, მარტივია თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამას მტკიცებულებები სჭირდება.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთი-ორი მცირე დარღვევის მიუხედავად, ჩვენ ვლაპარაკობთ დაშინებაზე. როდესაც ჩვენ ისევ და ისევ ვხედავთ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის განსხვავებას, შეუძლებელია ასობით ათასი ადამიანი დააშინო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომელიც ცოტათი უცნაურია. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს შედეგების აღიარებაზე, ძალიან მარტივია თქვა, რომ ყველაფერი არასწორად იყო, მაგრამ საჭიროა მტკიცებულებები. უნდა გაგაჩნდეს მტკიცებულება, რომელიც ცხადყოფს, რომ შედეგები გაყალბდა”, – განაცხადა ტიერი მარიანმა “რუსთავი ორთან” საუბრისას.