იაგო კაჭკაჭიშვილი: იქნებ მოცდა სჯობს? როცა გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან
როდესაც გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს? – ახლა ხელისუფლების ნარატივზე ნუ დავასხამთ წყალს, – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შეუძლებელია, გახარიას გუნდმა იმის უნაშთოდ „გათეთრება“ მოახერხოს, თუ ისინი პარლამენტში რუტინულად აღმოჩნდებიან.
“პოლიტიკოსებო, ჟურნალისტებო, მეგობრებო! იქნებ მოცდა სჯობს? გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა ათასჯერ განაცხადეს, რომ არჩევნების და პარლამენტის ლეგიტიმაციას არ მოახდენენ. შეუძლებელია, ამ განცხადების ფონზე, მათ იმის უნაშთოდ „გათეთრება“ მოახერხონ, თუ პარლამენტში რუტინულად აღმოჩნდებიან. როდესაც გახარიას გუნდი მანდატების დატოვების აქტს დროში წელავს, რატომ არ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ამისთვის უფრო ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რათა რეზისტენტულობის ეს აქტი უფრო ეფექტურად გამოჩნდეს?
შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც – ახლა ხელისუფლების ნარატივზე („გათიშე და იბატონე“) ნუ დავასხამთ წყალს,“ – წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის, ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ “პროცესს რამდენიმე თვე” დასჭირდეს.