სერგო თეთრაძის საქმის პროკურორი: მოლოდინი გვაქვს, რომ ბრალდებულთა გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

სერგო თეთრაძის საქმეზე, სასამართლო პროცესზე ადვოკატების დასკვნით სიტყვას პროკურორი რეპლიკით უპასუხებს – ამის შესახებ „კვირას“ პროკურორმა რეზო ნადოიმ განუცხადა. მისი თქმით, მან წინა სასამართლო პროცესზე საკმაოდ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, რაც 200 გვერდს მოიცავდა.
„დღევანდელ პროცესზე დაცვა დასკვნით სიტყვას წარმოადგენს. მათ არგუმენტებს კი კონკრეტული რეპლიკით ვუპასუხებ. ამის შემდეგ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებიც საბოლოო სიტყვით წარდგებიან. ბრალდების მხარეს მოლოდინი გვაქვს, რომ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, ყველა პუნქტში, ბრალდებულთა გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. რასაკვირველია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, რაც სასამართლომ გამოიკვლია, კანონმდებლობის თანახმად, სავსებით საკმარისია, რათა გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს“, – აღნიშნა პროკურორმა რეზო ნადოიმ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე პროცესი 14.00 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები