გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე მსჯელობს. პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა დავით კეზერაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ. როგორც პროკურორმა გიგა ძნელაძემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის დაყენებისას აღნიშნა, ევროპული კონვენციით დაუშვებელია სასამართლო პროცესის გაგრძელება ბრალდებული პირის ექსტრადირებამდე, შესაბამისად, ბრალდების მხარემ კეზერაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გრძელდება. ჯერჯერობით აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილება უცნობია.