კახეთში 29 წლის მამაკაცი მოკლეს

  კახეთში, სიღნაღის რაიონში 29 წლის გიორგი ლეკიაშვილი თანასოფლელმა ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი მდინარე ალაზანში გადააგდო.
29 წლის მამაკაცი სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. საქმე მას შემდეგ გაიხსნა, რაც ოჯახის წევრებმა შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, შემთხვევა ეჭვმიტანილის სახლში მოხდა. მოკლულის ცხედარს სამაშველო სამსახურები მდინარე ალაზანში ამ დრომდე ეძებენ. ბრალდებულმა დანაშაული უკვე აღიარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი ნასამართლევია, რომელმაც საპყრობილე რამდენიმე თვის წინ, შეწყალების შემდეგ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები