შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებისა და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ალექსი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ნათესავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეინახა “იჟ-75”-ის ტიპის პისტოლეტი, “ვოლტრა პროფესიონალის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და შვიდი ვაზნა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ბინის ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები