სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს (ვიდეო)

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ექვსმა მაცხოვრებელმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები