“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს აქვთ დაავადება – „ამოჩემების სინდრომი“; დანიშნულია არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ თქვენი ბედი!” – მაჭარაშვილი

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს აქვთ დაავადება – „ამოჩემების სინდრომი“ – რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს?! დანიშნულია არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ თქვენი ბედი!”‘ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს აქვთ დაავადება – „ამოჩემების სინდრომი“. ამოჩემებული აქვთ, რომ უნდათ არჩევნები და ამ დროს, 9 არჩევნები ჩატარდა და ყველა არჩევნებზე წააგეს. ახლაც არის არჩევნები ოქტომბერში. დღეს ამბობენ, რომ არჩევნები უნდა დაინიშნოსო. რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს?! დანიშნულია არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ თქვენი ბედი. ამბობენ, რომ აქ არ მივიღებთ მონაწილეობასო და აბა, როგორი არჩევნები უნდა დაინიშნოს? პირდაპირ რომ დაგნიშნავენ უცხოური ძალები აქ ხელისუფლებაში, ასეთი არჩევნები უნდა ოპოზიციას და ნურას უკაცრავად, ეს არც დემოკრატიაა და არც ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არ იქნება. არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ვერ დაამტკიცებ გაყალბებას და ვერ დაამტკიცეს, რომ გაყალბდა. პირიქით დაამტკიცეს. ხომ გვახსოვს, „ისფედმა“ გაამტკიცა, რომ ცესკოს მონაცემები იყო სწორი იმიტომ, რომ თვითონ რაც გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, იგივე ჰქონდა ცესკოს. მეტიც აღიარა, რომ დიახ, ეს ის შედეგებია, რაც ცესკოს ჰქონდაო, მაგრამ არჩევნები მაინც გაყალბებულიაო. ანუ იმიტომ, არის გაყალბებული, რომ ვერ მოიგო კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასეთი ფორმულა, რომ წააგო არჩევნები და მაინც მოგებულად გამოგაცხადონ, ჯერ არსად არ გამოუგონებიათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები