შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მფლობელი დააკავა – ვიდეო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, არჩილ ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ნაგანი“-ს სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ბრაუნინგი“-ს მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: 2 რევოლვერი, 4 პისტოლეტი და 6 საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები