რატომ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ გურამ ჩალაგაშვილმა

„რატომ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ გურამ ჩალაგაშვილმა“,- ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და სავარაუდო მიზეზად, მასსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს შორის სააღდგომო თემასთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებაზე მიანიშნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა თავად გურამ ჩალაგაშვილს ესაუბრა, რომელმაც პარტიდან წამოსვლა, გვარამიასთან დაპირისპირების გამო, კატეგორიულად უარყო.
„მე პარტიის წევრი 2 წლის წინ გავხდი. მაშინ ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანა ყველა მიმართულებით უკან მიდიოდა. ვფიქრობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებდა ძველი შეცდომების გაანალიზებას, პარტია გახდებოდა ღია და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული. ამის ნაცვლად, აღმოჩნდა, რომ პარტია კიდევ უფრო ჩაიკეტა. პრაქტიკულად დახურულ კარს მიღმა შეყუჟული ზის რამდენიმე ადამიანი და ყველას ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ პარტიაში ჩემი პერსპექტივა ვეღარ დავინახე“,-განაცხადა ჩალაგაშვილმა.
პარტიის ყოფილი წევრის თქმით, თანამოაზრეებთან ერთად ახალი გუნდის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც მთლიანად დემოკრატიული მართვის პრინციპებს დაემყარება. „ჩვენთან არ იქნება ის, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვებრძოდით“,-განაცხადა ჩალაგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები