ქედაში მეწყრის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

   ქედაში, სოფელ ბალაძეებში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ზოიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა. ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამაუკა თურმანიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ოჯახის ყველა წევრმა სახლიდან გამოსვლა მოასწრო და უვნებლად გადარჩა. ისინი ამჟამად თავს მეზობლებთან აფარებენ.
როგორც ქედის გამგეობაში აცხადებენ, სტიქიასთან ბრძოლის კომისია ოჯახის მდგომარეობას აღწერს და დახმარებას გაუწევს.
ქედის მუნიციპალიტეტის ზემო სოფლებში თოვლის საფარი 25 სანტიმეტრამდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები