გოთუას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩის ასახვევთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. როგორც “კვირას” სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ფეხმძიმე ქალბატონია, რომელიც ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, რის შემდეგაც ისინი საშუალო სახის დაზიანებებით ქალაქის სხვადასხვა სავადმოყოფოში მოათავსეს. კლინიკებში გადაყვანისას მათი მდგომარეობა სტაბილური იყო. პაციენტებს ძირითადი დაზიანებები კიდურების, გულ-მკერდის და თავის არეში აღენიშნებათ.