ჰააგაში "დიდი რვიანიდან" რუსეთის გარიცხვის შესახებ იმსჯელებენ
ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში”დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერები საგანგებო სხდომას გამართავენ და რუსეთის “დიდი რვიანიდან” გარიცხვის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. “ბი-ბი-სის” ცნობით, სამიტი ვლადიმერ პუტინის გარეშე მიმდინარეობს და რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად, სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.