მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ფაეტონს მანქანა შეეჯახა – ფოტოკოლაჟი
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩასთან ფაეტონს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახებას ერთი ცხენი ემსხვერპლა, მეორემ კი ფეხის არეში დაზიანება მიიღო. შემთხვევის შედეგად მეფაიტონეს და ავტომობილის მძღოლს დაზიანებები არ მიუღიათ.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.