ირაკლი შატაკიშვილი: გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის
გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუ იარსებებს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ფაქტზე სამართალდამცველ უწყებებსაც ექნებათ შესაბამისი რეაგირება.
“გარედან დაფინანსებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად, ორიენტირებული არიან ყველანაირი ნეგატივის ტირაჟირებაზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოში, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა დანაშაულის შემადგენლობა და ძალადობაში მხილებული ადამიანები იქნენ პასუხისგებაში მიცემული, ეს მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
გადავიდნენ ამ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, ეს სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ იარსებებს რაიმე სახის მტკიცებულება, მტკიცებულებათა ერთობლიობა, იარსებებს ბრალის შესაბამისი სტანდარტი სახელმწიფოსაც და სამართალდამცველ უწყებებსაც ექნებათ შესაბამისი აბსოლუტურად სამართლიანი და ადეკვატური რეაგირება“, – აღნიშნა შატაკიშვილმა.
შეგახსენებთ, 5 მოქმედ და ყოფილ ძალოვანს, რომლებიც 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილს, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატიმრობა შეეფარდა.