სამების ტაძარში ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი მიმდინარეობს

Screenshot

სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი მიმდინარეობს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ, 11 მაისს ახალ პატრიარქს აირჩევს.

კენჭისყრა სამ კანდიდატს – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტ იობისა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის ჩატარდება.

სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ხოლო დელეგატებისა და სტუმრების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდება.

სტუმრების მიღება დილის 10:00 საათიდან დაიწყება, რის შემდეგაც ტაძარში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და კენჭისყრისთვის მზადება დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ დილის 9 საათიდან იზღუდება გადაადგილებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები