ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები