თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
თბილისში, 5 ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.