ქართველი რეჟისორის პრემიერა ბროდვეიზე – Symphony Space-ში „საქართველოს ლეგენდა“ გაიმართება
ბროდვეიზე, Symphony Space-ის სცენაზე ქართველი რეჟისორის ნიკოლოზ საბაშვილის მიუზიკლის პრემიერა შედგება. რეჟისორი „საქართველოს ლეგენდას“ ამჯერად ამერიკელი მაყურებლისთვის დგამს. სპექტაკლში ქართველი, ამერიკელი და რუსი მსახიობები მონაწილეობენ.
დეტალებზე რეჟისორი „კვირას“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
გაზაფხულზე შტატებში სპექტაკლით გასტროლზე ვიყავი ჩამოსული, სადაც ემიგრანტი ქართველებისთვის ხუთი სპექტაკლი ვითამაშეთ. ამ პერიოდში გავიცანი ქართული კულტურის ცენტრის „ფესვების“ ხელმძღვანელები – შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი. სპექტაკლი რომ ნახეს, შემომთავაზეს თანამშრომლობა და დავიწყეთ მუშაობა ერთობლივად ამ პროექტზე.
-სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები, მუსიკოსები და ანსამბლ „ფესვების“ ბავშვები, ასევე ამერიკელი და რუსი მსახიობები. საკმაოდ დიდი ჯგუფია…
-ვისი პიესაა და მიუზიკლი რა თემაზეა?
–პიესა ჩემია. ამერიკულ ოჯახზეა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ისინი საქართველოში ჩამოდიან და მოგზაურობენ. სათავგადასავლო მიუზიკლია.
-პრემიერა როდის შედგება და საქართველოშიც თუ აპირებთ ჩამოტანას…
– პრემიერა არის 26 დეკემბერს, Broadway NY.10025 Symphny Space-ში.როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ქართველი აპირებს მოსვლას პრემიერაზე. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, თუმცა სამომავლო გეგმებში არის, მაგრამ მანამდე ამსტერდამში გასტროლი გვაქვს დაგეგმილი.
ნინო ჯაჯანიძე