თბილისში აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა
თბილისში ზურაბ ჭავჭავაძის 5 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დედა-შვილმა მძიმე დამწვრობა მიიღო. როგორც “კვირას“ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ხანძარი სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
“გაზის აფეთქება იტალიური ეზოს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაახლოებით 15 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე 10 სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული“,- განუცხადა “კვირას“თემურ გიორგაძემ.
დაშავებული დედა-შვილი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.