ბათუმში ტურებმა ადამიანები დაკბინეს

  ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე და ხელვაჩაურში ტურები გამოჩნდნენ.რამდენიმე დღის წინ ცხოველმა მოქალაქე მახინჯაურში, ახალგაზრდობის ქუჩაზე დაკბინა. თავდასხმის შემთხვევები იყო ხელვაჩაურის ცენტრში და სოფელ ნიკიტაურშიც. როგორც მახინჯაურში მცხოვრები ჟუჟუნა კონცელიძე აცხადებს, ტურამ მისი მეზობელი ემზარ ოსანაძე სახლში დაკბინა.
„გზაზე პირდაპირ გადაირბინა ძაღლის მსგავსმა ცხოველმა, შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს ცხოველი ტურა იყო. ტურამ ახალგაზრდობის ქუჩაზე ჩემს მეზობელს უკბინა. მაშინვე ვუთხარი მას, რომ შრატი გაეკეთებინა”,- აღნიშნა ჟუჟუნა კონცელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები