“ყოფილი ხელისუფლება თითქმის ყველა ცნობად სახეს უთვალთვალებდა“

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ყველა ფაილი უკანონოდ იყო განხორციელებული. ამის შესახებ იზორია გაზეთ “პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, მიყურადება ხდებოდა სახლებში, სასტუმროებში ოფისებში და უკანონო თვალთვალის ქვეშ თითქმის ყველა ცნობადი სახე იყო.
“შემიძლია გაჩვენოთ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ანგარიში , რომელიც 31 იანვარს გამოქვეყნდა. ამ კომისიის შექმნის ინიციატივა მოდიოდა უშუალოდ იმდროინდელი შს მინისტრისგან ირაკლი ღარიბაშვილისგან, სამუშაო ჯგუფში ჩავრთეთ სამოქალაქო სექტორი. საუბარია 28 ათას 687 ათას ფაილზე. ოთხი თვის შემდეგ დაიდო საბოლოო ანგარიში. აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ფაილი ერთი გამონაკლისის გარეშეც კი ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე იყო განხორციელებული. მიყურადება ხდებოდა სახლებში, სასტუმროებში, ოფისებში და უკანონო თვალთვალის ქვეშ იყო თითქმის ყველა ცნობადი სახე. ეს ფაილები, რომლებიც ინტიმურ სცენებს შეიცავდა, როგორც მოგეხსენებათ, ორ ეტაპად განადგურდა, დანარჩენი ნაწილი კი პროკურატურას გადაეცა. რაც ყველაზე მთავარია, კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაციები, სადაც ჩაიწერა, რომ მნიშვნელოვანია შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების დახვეწა, რადგან შეიზღუდოს ხელისუფლების მოქმედებები, ბოროტად რომ არ გამოიყენოს პირადი ცხოვრების შეზღუდვის უფლება“,-აცხადებს ლევან იზორია ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები