ელენე ლორთქიფანიძე: „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“ თქვენი მოძრაობაა! შემოგვიერთდით!

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის” დამფუძნებლები თანამოაზრეებს და ახალგაზრდებს, რომლებიც მოძრაობის იდეოლოგიას იზიარებენ, საქართველოს კეთილდღეობისთვის შრომაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
„ჩემო მეგობრებო, სტუდენტებო და ახალგაზრდებო! მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაში ეროვნული მოძრაობა ქრონოლოგიის მიხედვით წარმოჩინდება. ჩვენს წარსულში არაერთი ახალგაზრდა თაობა გაერთიანებულა ქართული ღირებულებებისა თუ ტრადიციების დასაცავად და შესანაჩუნებლად. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის ახალგაზრდა თაობის პრიორიტეტთა წინა პლანზე ნაკლებად დომინირებს ლტოლვა იმ ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებისადმი, რომელსაც ჩვენმა სამშობლომ საუკუნეების განმავლობაში გაუძლო. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც დაკავშირებული იყო 13 ივნისის ტრაგედიასთან, დაგვანახვა, რომ ახალგაზრდებს კვლავ შეგვიძლია საერთო იდეების ირგვლივ გაერთიანება და გაჭირვებაში მყოფი ქვეყნის სამსახურში დაუღალავად დგომა.
მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, გავვერთიანებულიყავით საერთო ღირებულებების ირგვლივ. ჩვენს თაობაში ეროვნულობის განსაკუთრებული დეფიციტი არსებობს, გამომდინარე აქედან, დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა”, ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდება სრულად ახდენს დეფინიცირებას, თუ რას ვემსახურებით თითოეული ჩვენგანი. ჩვენი იდეოლოგია ყველა ასპექტით ეფუძნება ქრისტიანულ ეროვნულ მრწამსს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ეროვნული ღირებულებებისა და სულისკვეთების გაღვიძება საზოგადოებაში, ორგანიზაციამ, შეძლებისდაგვარად, უნდა გააშენოს ხიდი იმ საზოგადოებასთან, რომელიც მოკლებულია ეროვნულ სულისკვეთებასა და რელიგიურ მრწამსს.
საქართველო, ეს არის აღმოსავლური სიბრძნისა და დასავლური რაციონალიზმის გზაჯვარედინზე არსებული პროგრესისა და ამავე დროს ურყევი ტრადიციების დამცველი და მატარებელი ქვეყანა, გვყავდა თაობები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. ჩვენ, ახალგაზრდებს გვერგო პატივი მათი შთამომავლები გვერქვას, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ღირსეულად გავაგრძელოთ მათი დაწყებული საქმე და ვთქვათ ახალი სიტყვა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
„საქართველოს ეროვნულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ” ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ვიშუამდგომლოთ ჩვენს თაობასა და ზემდგომ სხვადასხვა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩვენ გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ ეროვნული ორიენტაციის ძალების კონსოლიდაციას და მომავალი ბრძოლისთვის მდგრადი და სტაბილური ბირთვის ჩამოყალბებას, რაც ჩვენი ნამდვილი ქართველობის შენარჩუნების საწინდარი იქნება.
მეგობრებო, მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს! შემოგვიერთდით, რათა აღვადგინოთ დაკნინებული და გაუფასურებული ღირებულებები, რომ არ მოხდეს ჩვენი და შემდგომი თაობების მიზანმიმართული დეგრადაცია.
ვფიქრობ, შევძლებთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ახალგაზრდების ერთად დგომას მართლაც შეუძლია ქვეყნის კეთილდღეობისთვს გარდამტეხი როლის შესრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოძრაობის ლიდერები დაინტერესების მსურვებელებს სთხოვენ აღნიშნულ მისამართზე დაკონტაქტებას.
P.S. იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ იზიარებთ ჩვენი ორგანიზაციის იდეოლოგიას და მზად ხართ, რომ ჩვენთან ერთად შეუდგეთ ბრძოლას სამშობლოს დასაცავად და გაქვთ სურვილი, გახდეთ „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის” წევრი, დავტოვებთ ჩვენს პირველად საკონტაქტო მონაცემებს, სადაც შეგეძლებათ პირადად დაგვიკავშირდეთ: ელენე ლორთქიფანიძე: T- 574 23 44 33; ანა პატარაია: T- 598 53 43 68; დავით ფაღავა: T- 597 77 39 93; თამარ თვარაძე: T- 568 74 74 47; ქეთევან ჯაყელი: T- 598 52 11 25.
ელექტრონული მისამართი: Georgianyothnationalmovement@mail.ru, ან დაგვეკონტაქტეთ სოციალურ ქსელში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები