“ეს ცენტრი უბრალო მოვლენა არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოვლენა“
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ნატოს საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს ცენტრი უბრალო მოვლენა არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოვლენა. იმიტომ, რომ ამ ცენტრის მეშვეობით ნატო-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულნი. იქ სადაც ვართ დღეს, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი, ეს არის რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, ლიდერის, პრეზიდენტების, მთავრობის, მინისტრების ერთობლივი ჯამური ნაღვაწი, ეს ასე უნდა გაგრძელდეს და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ის რაც გაკეთებულია პოლიტიკურ მოვლენებს არ უნდა გადავაყოლოთ,”-განაცხადა უსუფაშვილმა. შეხვედრის შემდეგ ნატოს გენმდივანს კომენტარი არ გაუკეთებია.