დავით საგანელიძე: საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია მედიისგან გავიგე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. მისივე განმარტებით, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია მან მედიისგან შეიტყო.
„საკადრო ცვლილებებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს მედიისგან გავიგე“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
არსებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები