„რუსეთის მხრიდან სამი მთავარი პირობაა, რაც უნდა შეასრულოს დასავლეთმა, თუ სურს, რეალურ კონსენსუსამდე მივიდეს მოლაპარაკებები” – ლუკა ეხვაია

“ივნისიდან მოყოლებული ოქტომბრის ჩათვლით რუსეთს ყველა ნაწილში უპირატესობა აქვს მაშინ, როდესაც წინ მიიწევ და სრული უპირატესობა გაქვს, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა წახვიდე კომპრომისებზე. შესაბამისად, არც ტრამპის ადმინისტრაცია არ ელის რუსეთისგან ფუნდამენტურ დათმობებსა და კომპრომისებს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას ექსპერტმა, ლუკა ეხვაია განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი.

„რუსეთის მხრიდან სამი მთავარი პირობაა, რაც უნდა შეასრულოს დასავლეთმა, თუ სურს, რეალურ კონსენსუსამდე მივიდეს მოლაპარაკებები და რაღაც მოლაპარაკება მაინც შედგეს, გაფორმდეს.

პირველი პირობაა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ბუფერული ზონა ფრონტზე და ფრონტის ხაზის დემილიტარიზაცია მოხდეს; მეორე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პირობაა, რომ უკრაინამ უარი უნდა განაცხადოს ნატოში ინტეგრაციაზე და მესამე პირობაა, უკვე დაპყრობილი ტერიტორიები უნდა აღიაროს. ეს არის ის სამი პირობა, რის გარეშეც რუსეთი პოზიციებს უბრალოდ არ დათმობს“, – განაცხადა ეხვაიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები